ახლახან მსოფლიომ ორი ცნობილი და მდიდარი ოჯახის დანათესავების შესახებ შეიტყო. საქმე დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 23 წლის ვაჟს, ბრუკლინს და მის რჩეულს, ებრაელი მილიარდერის ნელსონ პელტცის ქალიშვილს, ნიკოლს ეხება. წყვილი ჯერ კიდევ 2020-ში დაინიშნა, თუმცა პანდემიის გამო გრანდიოზული ქორწილის გამართვა მხოლოდ ახლა მოხერხდა. დაუჯერებლად არ მოგეჩვენებათ, თუ ვიტყვით, რომ ორივე ოჯახის მხრიდან იმდენი დასაპატიჯებელი სატივსაცემი სტუმარი მოგროვდა, რომ ქორწილი 2 ნაწილად გაიმართა - ერთი ღონისძიება პატარძლის სახლში უკვე ჩატარდა, მეორე კი სასიძოს სამშობლოში, ინგლისში.
გრანდიოზულის ცერემონია ჯერ ფლორიდაში, პელცების მდიდრულ მამულში ჩატარდა. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ერთგულება 100 მილიონიანი აგარაკის ვერანდაზე შეჰფიცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ცერემონიას ებრაული წეს-ჩვეულებებიც ახლდა, რადგან არა მხოლოდ პატარძალია ებრაელი, დევიდ ბექჰემის ბაბუაც დედის ხაზით ებრაელი ყოფილა და ოჯახში დღემდე პატივს სცემენ ამ რელიგიას.
ზეიმი ლონდონში გაგრძელდა, მთლანად საქორწინო ცერემოანია კი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვათა შორის, ნიკოლს 3 საპატრძლო კაბა დასჭირდა. საკურთხეველთან Valentino-ს კაბით წარსდგა, რომელსაც 3 თვის განმავლობაშ კერავდნენ. თაყვანისმცემლებს დიდი იმედი აქვთ, რომ მომდევნო 2 კაბიდან ერთი მაინც იქნება ვიქტორია ბექჰემის.
ქორწილში ფოტოგადაღება აკრძალული იყო. ოფიციალური ფოტოსესია წყვილმა ჟურნალ Vogue-ს მიჰყიდა. თაყვანისმცემლები უკვე ყდის მოლოდინში არიან.
მეორე ქორწილი ორგანიზება მთლიანად სადედამთილომ, ვიქტორია ბექჰემმა ითავა. ფიქრობენ, რომ ის ნამდვილად მოახერხებს სტუმრების გაოცებას.