34 წლის მომღერალი რიანა, რომლის ფეხმძიმობის ფოტოებით სავსეა ინტერნეტსივრცე, საქმროს დაშორდა. როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, მან ბოიფრენდი ღალატის გამო მიატოვა.
რიანა დღე დღეზე იმშობიარებს, თუმცა გაირკვა, რომ საქმრომ A$AP Rocky-მ ფეხსაცმლის დიზაინერ ამინა მუადისთან უღალატა საცოლეს. თანაც, რიანა ამ დიზაინერის სტილის თაყვანისმცემელი ყოფილა და ხშირად აცვია მისი ფეხსაცმელი.
რიანა მას მერე წავიდა, რაც გაიგო ღალატის შესახებ, თუმცა წყვილს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დაშორების შესახებ.
სხვათა შორის, ასაპი აქამდეც იყო მხილებული ღალატში. დაორსულებამდეც იყო შემთხვევა, როცა რიანამ რეპერი მის მეგობართან ფლირტში ამხილა. ამის გამო მეგობარს დაშორდა, თუმცა ასაპი მის გვერდით დარჩა და მერე კიდეც გამჟღავნდა ორსულობის ამბავი. რიანა ამბობს, რომ ორსულობა არ დაუგეგმავს.
მას მერე, რაც ორსულად არის და მუცელი მკვეთრად დაეტყო, რიანა საკმაოდ თვალშისაცემი სამოსით დადის და ამბობს, რომ სულაც არ აპირებს მუცლის დამალვას. "ჩემი სხეული ახლა საოცარ პერიოდს გადის და არ ვაპირებ, ამის გამო შემრცხვეს. ეს დრო სადღესასწაულო უნდა იყოს. რატომ უნდა დავმალო ორსულობა? არ ვგეგმავდი, თუმცა წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. არ დამითვლია, როდის მქონდა ოვულაცია და ა.შ. ჩვენ უბრალოდ კარგი დრო გავატარეთ..." - ამბობდა რიანა ცოტა ხნის წინ.