მას მერე, რაც მაქსიმ გალკინი და მისი მეუღლე ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წავიდნენ და გალკინი ომის საწინააღმდეგო ვიდეოებს წერს ისრაელიდან, ის გადაცემიდანაც მოხსნეს. "დღეს საღამოს" ამერიდან პირველ არხზე მის გარეშე გავა ეთერში და როგორც სანდო წყარო ამბობს, 9 მაისს გადაცემას ნიკოლოზ ცისკარიძე წაიყვანს მის ნაცვლად. მუდმივი წამყვანი იქნება ცნობილი ბალერონი თუ დროებითი, ეს ჯერ არ ზუსტდება. იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს.
ცნობისათვი, გალკინი და ცისკარიძე ძველი მეგობრები არიან. მოცეკვავე არაერთხელ უთქვამს, რომ გალკინი გვერდით დაუდგა 2013 წელს მის თავს დატრიალებული მძიმე პერიოდის დროს, როდესც ცისკარიძეს ბრალდებები წაუყენეს.
გალკინს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ამ ცვლილებაზე.
"აღდგომას რუსული მფრინავი რაკეტა ოდესაში ოჯახს ანადგურებს, 3 თვის ბავშვი იღუპება... ამიხსენით, რა ხდება?" - მაქსიმ გალკინის მწვავე გამოსვლა ისრაელიდან