თბილისში უკვე რამდენიმე თვეა ახალი სამარშრუტო ტაქსები გადაადგილდება და მგზავრებს ემსახურება. აღნიშნულ მიკროავტობუსებში კი ფეხზე დადგომა არ შეიძლებოდა, თუმცა რამდენიმე დღეა მოქალაქეები ამბობენ, რომ იმ სამარშრუტო ტაქსიში, რომლითაც მგზავრობდნენ, მძღოლმა სხვა მგზავრებს ფეხზე დადგომის უფლება მისცა. აკრძალული იყო ასევე მძღოლის გვერდით დაჯდომაც. გაუქმდა თუ არა ეს აკრძალვები, შეკითხვით თბილისის მერიას მივმართეთ:
"მძღოლის გვერდზე დაჯდომა უკვე შესაძლებელია. ასევე, მაქსიმუმ 5 ადამიანის ფეხზე დგომაა დასაშვები."- გვითხრეს თბილისის მერიაში. მათი თქმით, აკრძალვა პირველი მაისიდან მოიხსნა.
"თბილისის მიკროავტობუსში" განგვიცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნისა და იმ მოქალაქეთა უკმაყოფილების გამო მიიღეს, რომლებსაც არსებული აკრძალვის გამო გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ.