"ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
პატარა კიტა - კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა.
ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ ყრმათათვის კი,- როგორიც კიტა-კონსტანტინეა, -
მჯერა, მისი
აღდგომილმა მაცხოვარმა დაგიცვათ და განგამტკიცოთ, ამინ.ქრისტე აღსდგა!" - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ცნობილი ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.
ambebi.ge