"ბავშვი ჭურვის ნატეხით თამაშობდა... ზოგიერთ ბავშვს სხეულში უტოვებენ ამ ნამსხვრევებს..." - ანჯელინა ჯოლის ემოციური ჩანაწერი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ
"ბავშვი ჭურვის ნატეხით თამაშობდა... ზოგიერთ ბავშვს სხეულში უტოვებენ ამ ნამსხვრევებს..." - ანჯელინა ჯოლის ემოციური ჩანაწერი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ
ცნობილი მსახიობისა და ქველმოქმედის, კეთილი ნების ელჩისა და მრავალშვილიანი დედის, ანჯელინა ჯოლის მოულოდნელ ვიზიტს უკრაინაში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. შინ დაბრუნებულმა მსახიობმა სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე საგანგებო ჩანაწერი მიუძღვნა ამ ვიზიტს და თან დაურთო ფოტოები:

"როდესაც ლვოვში ვიყავი, რამდენიმე დღის წინ, "განსაკუთრებული ქვა" მაჩვენეს, რომელიც პატარა გოგონამ იპოვა. გოგონა, რომელიც ამ ქვით თამაშობდა, ვერ მიხვდა, რომ ეს სინამდვილეში ჭურვის ნატეხი იყო. ხელისგულზე მიდევს, ის იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მეგონა. მისი ელვარება და უჩვეულობა ნამდვილად მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას.

ჭურვების აფეთქების დროს მძიმე
მეტალის ნამსხვრევები მათ სხეულებში ხვდება,
ვინც ახლოს არის აფეთქების ადგილთან. ბევრ ბავშვს, რომლებსაც შევხვდი, ცოტა ხნის წინ ამოუღეს ნამსხვრევები - ურთულესი და მტკივნეული პროცესია. ზოგიერთი ნამსხვრევი, რომელიც ახლოს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან და საშიში იყო მათთან შეხება, ვერც ამოიღეს და დარჩა პატარა ბავშვების სხეულში...
mshoblebi
ყველაფერს აზრი ეკარგება, როცა ბავშვებს ასეთი ზიანი ადგებათ, რაც სცდება სხეულის დაზიანებას და ემოციურ და ფსიქიკურ ტრავმებს იწვევს. 
ბრძოლა ომის შესაწყვეტად, ისეთი ომის, რომელიც უკრაინაში გაჩაღდა, ეს არის რბოლა მოკლულთა, დაჭრილთა, ადგილმონაცვლეთა და ტრავმირებულთა რიცხვის შესამცირებლად წარმოებული რბოლა ყოველდღიურად". 

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ ასევე აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელების სიმამაცით. "ვამაყობ უკრაინელი ხალხის მედგრობით, სიმამაცითა და ღირსებით. საშინელი სანახავია, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი უკრაინელი ბავშვების მთელ თაობაზე". 
mshoblebi
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ასევე ხმები, რომ მსახიობი უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით ეს ხმები არ დადასტურებულა. 


1301
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ზურა-ს
1
შენი "პროგრესული" აზროვნებით, ფიქრობ რომ მშობელს წვლილი არ უნდა ჰქონდეს ბავშვის ჩამოყალიბებაში? როცა ბავშვობიდან ჩასჩიჩინებ რომ გოგო ხარ თუ ბიჭი, ეს გასარკვევია და შენი ასარჩევია, ბავშვის არამყარ ფსიქიკას რომ აზიანებ საბოლოოდ, ამას თუ ვერ ხვდები, რაღაზე უნდა გელაპარაკოს ადამიანი! რა შუაშია აქ "ღრუზინი"?! "ჯანსაღი დამოკიდებულება" ისაა, როცა თავის შვილებს ტვინს არ ურევენ და გოგოებს ბიჭებად არ გვასაღებენ და პირიქით! გაიგე რამე მაინც "ნათელმოსილო"?!
18:22 / 08-05-2022
ზურა
1
რა ცოდოები ხართ, ვინც ამ ქალს აკრიტიკებთ. თქვენს უმაქნის ცხოვრებაზე იდარდოთ სჯობს. ამათნაირ დედას რომ გაეზარდეთ, ესეთი ბოღმები არ იქნებოდით. ქალი რამდენ ბავშვს ზრდის, რამდენ გაჭირვებულს ეხმარება, მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ეს კლავიატურის უსახური ვირთხები არაქალს ეძახიან. ჯანსაღი დამოკიდებულებაა გაითვალისწინო, რომ შენი შვილი პიროვნებაა, თუმცა ბნელ ღრუზინებს ამდენი სად გესმით, შვილები საკუთრება გგონიათ. თემური წყობილების აზროვნებიდან რა გამოგათრევთ
16:41 / 08-05-2022
#
5
ეს არაქალი თავის გოგოს ბიჭად ზრდიდა, ბიჭურ ტანსაცმელს აცმევდა და თმებს ბიჭურად ჭრიდა, ბავშვს ცხოვრებას უმახინჯებდა, ასეთებს დედობის უფლება უნდა ჩამოართვა, კი არ უნდა აპიარებდეთ ამ ტვინნაღრძობს
17:30 / 07-05-2022
jaz
1
ზაზა მაგარი ტოტი ხარ
13:03 / 07-05-2022
zaza
27
ეს ბავშვების სისხლის მსმელი რებს ბოდავს? სატანის მსახური ანჯე მოშორდი უკრაინას
14:44 / 06-05-2022
მსგავსი სიახლეები