სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ბავშვი ჭურვის ნატეხით თამაშობდა... ზოგიერთ ბავშვს სხეულში უტოვებენ ამ ნამსხვრევებს..." - ანჯელინა ჯოლის ემოციური ჩანაწერი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ
"ბავშვი ჭურვის ნატეხით თამაშობდა... ზოგიერთ ბავშვს სხეულში უტოვებენ ამ ნამსხვრევებს..." - ანჯელინა ჯოლის ემოციური ჩანაწერი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ
ცნობილი მსახიობისა და ქველმოქმედის, კეთილი ნების ელჩისა და მრავალშვილიანი დედის, ანჯელინა ჯოლის მოულოდნელ ვიზიტს უკრაინაში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. შინ დაბრუნებულმა მსახიობმა სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე საგანგებო ჩანაწერი მიუძღვნა ამ ვიზიტს და თან დაურთო ფოტოები:

"როდესაც ლვოვში ვიყავი, რამდენიმე დღის წინ, "განსაკუთრებული ქვა" მაჩვენეს, რომელიც პატარა გოგონამ იპოვა. გოგონა, რომელიც ამ ქვით თამაშობდა, ვერ მიხვდა, რომ ეს სინამდვილეში ჭურვის ნატეხი იყო. ხელისგულზე მიდევს, ის იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მეგონა. მისი ელვარება და უჩვეულობა ნამდვილად მიიპყრობს ბავშვის ყურადღებას.

ჭურვების აფეთქების დროს მძიმე
მეტალის ნამსხვრევები მათ სხეულებში ხვდება,
ვინც ახლოს არის აფეთქების ადგილთან. ბევრ ბავშვს, რომლებსაც შევხვდი, ცოტა ხნის წინ ამოუღეს ნამსხვრევები - ურთულესი და მტკივნეული პროცესია. ზოგიერთი ნამსხვრევი, რომელიც ახლოს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან და საშიში იყო მათთან შეხება, ვერც ამოიღეს და დარჩა პატარა ბავშვების სხეულში...
mshoblebi
ყველაფერს აზრი ეკარგება, როცა ბავშვებს ასეთი ზიანი ადგებათ, რაც სცდება სხეულის დაზიანებას და ემოციურ და ფსიქიკურ ტრავმებს იწვევს. 
ბრძოლა ომის შესაწყვეტად, ისეთი ომის, რომელიც უკრაინაში გაჩაღდა, ეს არის რბოლა მოკლულთა, დაჭრილთა, ადგილმონაცვლეთა და ტრავმირებულთა რიცხვის შესამცირებლად წარმოებული რბოლა ყოველდღიურად". 

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ანჯელინა ჯოლიმ ასევე აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელების სიმამაცით. "ვამაყობ უკრაინელი ხალხის მედგრობით, სიმამაცითა და ღირსებით. საშინელი სანახავია, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი უკრაინელი ბავშვების მთელ თაობაზე". 
mshoblebi
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ასევე ხმები, რომ მსახიობი უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით ეს ხმები არ დადასტურებულა. 


ბეჭდვა