საელჩო ჩართულია და, ალბათ, 5-6 დღეში საბუთები მოგვარდება. მიცვალებულებს დანაშაული არაფერი აქვთ გარდა იმისა, რომ შეეწირნენ გაუგებრობას," - ამბობს დაღუპული ძმების დედა, ნესტან ჩარგეიშვილი.
სამტრედიელი ძმების, გიორგი და საბა მატარაძეების ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. ბიჭები ესპანეთში 2 თვის წინ ჩავიდნენ და იქ ბიზნესის დაწყებას
როგორც მათი ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ბიჭებს საოცარი ძმობა ჰქონდათ. ისინი ესპანეთში დიდი გეგმებით წავიდნენ. ბარსელონაში მოტოსერვისის გახსნას აპირებდნენ. როგორც ამბობენ, ბიზნესის დასაწყებად ძმებს საქართველოდან თანხაც ჰქონდათ წაღებული. თუმცა ადგილზე ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ ტურისტული ვიზით შესულებს, ლეგალური სტატუსი არ გააჩნდათ და ამიტომ ბიზნესის რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. ძმებმა ამ პრობლემის მოგვარების გზებიც მოძებნეს, ფართობიც იქირავეს და ბიზნესიც უნდა დაეწყოთ, მაგრამ მათ ნაქირავებ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე იმსხვერპლა.
ძმები ბარსელონაში, სანტა კოლომაში ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს, გამთენიას, სამსართულიან
სავარაუდოდ, განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით, შუაღამისას, როცა შენობაში მყოფებს ეძინათ, ხანძარი გააჩინა. კვამლის შედეგად გარდაცვლილები არიან ძმები მატარაძეები და მეორე სართულზე მცხოვრები ესპანელი ქალი, რომელიც, ასევე, გაიგუდა. დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნული მამაკაცი ამ ტრაგედიის შემდეგ დასაკითხად წაიყვანეს. სავარაუდოდ, მას დააკავებენ, რადგან არის ვერსია, რომ ხანძარი სწორედ მან, განგებ გააჩინა, რასაც უდანაშაულო ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა. განაგრძეთ კითხვა