"ადგილი თბი­ლის­ში, სა­დაც უფა­სო იქ­ნე­ბა საჭ­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი" - აკა სინჯიკაშვილი სასიამოვნო სიახლეს აზიარებს - მშობლები

"ადგილი თბი­ლის­ში, სა­დაც უფა­სო იქ­ნე­ბა საჭ­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი" - აკა სინჯიკაშვილი სასიამოვნო სიახლეს აზიარებს

2022-05-07 08:40:13+04:00
ბევრისთვის ცნობილი ადამიანი, აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ქველმოქმედებით არის დაკავებული, სასიამოვნო სიახლეს აცნობს საზოგადოებას:

"თქვენც ასე ხე­დავთ? სას­წა­უ­ლე­ბის გვჯე­რა კი არა სას­წა­უ­ლე­ბით ვარ­სე­ბობთ მარ­თლა, მაგ­რამ ახლა მეც არ მჯე­რა, რომ ვუ­ყუ­რებ და ეს წარ­წე­რა ნამ­დვი­ლია - თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც უფა­სო იქ­ნე­ბა საჭ­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

ამ შე­ნო­ბა­ზე ათა­სო­ბით უპო­ვა­რის, ობ­ლე­ბის, ავად­მყო­ფე­ბის, მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის და მო­ხუ­ცე­ბის, პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხე­ბის და ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის ბე­დია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ გთხოვთ ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხოთ.

ათი წლის წინ შე­ვაგ­რო­ვეთ პირ­ვე­ლი ტან­საც­მე­ლი და საჭ­მე­ლი და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლი მო­ვახ­დი­ნეთ ვინც თა­ვი­დან­ვე თვალს გვა­დევ­ნებთ, კი იცით რა რთუ­ლი გზა გა­მო­ვი­ა­რეთ, სა­ნამ მარ­თლა ქვეყ­ნის­თვის ამ­ხე­ლა საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით ჩვენ - ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ვერც წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნი ასე­უ­ლი მო­ხა­ლი­სეს შრო­მა, რამ­დე­ნი უძი­ლო ღამე და რამ­დენ­ჯერ ასი ­ა­თა­სი კი­ლო­მეტ­რია გავ­ლი­ლი. რამ­დე­ნი ოფ­ლია დაღ­ვრი­ლი, რამ­ხე­ლა შრო­მა გა­წე­უ­ლი და რის ფა­სად მო­ვე­დით აქამ­დე.

შე­ნო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან, ათი წლით სარ­გებ­ლო­ბა­ში გად­მოგ­ვე­ცა. იარ­სე­ბებს მო­ხა­ლი­სე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით დგო­მით შე­ნო­ბის რე­მონ­ტი უკვე და­ვი­წყეთ, მაგ­რამ ჯერ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და მარ­თლა მარ­ტო თქვე­ნი იმე­დი გვაქვს ამ შე­ნო­ბა­ში შეგ­როვ­დე­ბა ყვე­ლა სა­ხის დახ­მა­რე­ბა - ვი­საც კი ზედ­მე­ტად ერთი უბ­რა­ლო მა­ი­სუ­რი ან ერთი ნა­ჭე­რი პური გექ­ნე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ, 1 ივ­ნი­სი­დან აქ მო­ი­ტა­ნოთ. ჩვენ გა­დავ­ცემთ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბათ.

შე­ნო­ბა­ში იქ­ნე­ბა - მარ­ჯვე­ნა მხა­რეს საჭ­მე­ლის დიდი მა­ცივ­რე­ბი და მარ­ცხე­ნა მხა­რეს ტან­საც­მე­ლის უფა­სო გა­ლე­რეა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა მოს­ვლა და ჩაც­მა. ნე­ბი­სი­ე­რი სა­ხის სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. შე­ნო­ბა 1 ივ­ნისს გა­იხ­სნე­ბა და იქამ­დე იარ­სე­ბებს, მარ­თლა სა­ნამ უკა­ნას­კნელ ადა­მი­ანს არ მო­ბეზ­რდე­ბა სხვი­სი დახ­მა­რე­ბა.

ასე­თი შე­ნო­ბა, თუ არ ვცდე­ბი არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. შე­ნო­ბა დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც კი მოვა. აააი მარ­თლა გუ­ლით გთხოვთ ყვე­ლას, ჩემს მე­გობ­რებს, კლა­სე­ლებს, კურ­სე­ლებს, მე­ზობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, უც­ნო­ბებს და ნაც­ნო­ბებს. თუ ვინ­მე მიც­ნობთ და პა­ტივს მცემთ, თუ ვინ­მეს ჩვე­ნი საქ­მე რა­მედ მი­გაჩ­ნი­ათ, დაგ­ვეხ­მა­რეთ რი­თიც შეძ­ლებთ რა, ამა­ზე დიდი საქ­მე რა უნდა გა­ვუ­კე­თოთ ქვე­ყა­ნას გვჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა, გვჭირ­დე­ბა კარ­გი ხე­ლოს­ნე­ბი, ვი­საც გცა­ლი­ათ, გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც კე­დელ­ზე ხატ­ვა შე­უძ­ლია. (სა­ღე­ბა­ვე­ბი ჩვენ­ზეა)

გვჭირ­დე­ბა მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც როცა კი შეძ­ლებთ, მოგ­ვეხ­მა­როთ და რა თქმა უნდა გვჭირ­დე­ბა საკ­მა­რი­სი ფული, რომ შე­ნო­ბამ შე­უ­ფერ­ხებ­ლად იარ­სე­ბოს მთე­ლი გუ­ლით გთხოვთ, გაგ­ვივ­რცე­ლეთ ეს ამ­ბა­ვი, რო­გორც შეძ­ლებთ.ადა­მი­ა­ნებს და მე­დი­ას რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რე­სურ­სი უნდა შე­ვაგ­რო­ვოთ, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს, იცით, რამ­დე­ნი ათა­სი ადა­მი­ა­ნი გვე­ლო­დე­ბა?

1 ივ­ნი­სი­დან კი საჭ­მე­ლის და ტან­საც­მე­ლის მო­ტა­ნაც შე­გიძ­ლი­ათ. ჩვენ გა­უ­ჩე­რებ­ლად ვმუ­შა­ობთ და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბის იმე­დი გვაქვს ქარ­ვას­ლას­თან კი მა­ინც ისევ შე­ვაგ­რო­ვებთ ხოლ­მე ამ ყვე­ლა­ფერს ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე შე­გიძ­ლი­ათ და­მირ­ე­კოთ - 558181218. თუ ვერ გი­პა­სუ­ხეთ, მე­სი­ჯი და­მი­ტო­ვეთ და აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­რე­კავთ

ფული შე­გიძ­ლი­ათ ჩა­რი­ცხოთ - ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი GE35BG0000000144817300 აკა­კი სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი

თი­ბი­სი­ბან­კი GE90TB7603845061100016PayPal - Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან შე­გიძ­ლი­ათ გა­მოგ­ზავ­ნოთ გზავ­ნი­ლით - Akaki Sinjikashvili

ეს დღე არა­სო­დეს არ და­მა­ვი­წყდე­ბა და პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი, შე­ნო­ბის გახ­სნის დღე არა­სო­დეს და­ნებ­დეთ! როცა ძა­ლი­ან ჭირს, მა­ში­ნაც არ და­ნებ­დეთ! როცა გზა აღარ არის, მა­ში­ნაც არ და­ნებ­დეთ!

გჯე­რო­დეთ თქვე­ნი თა­ვის და თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის! აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა! იმი­ტომ, რომ #სი­კე­თე­გა­დამ­დე­ბია.
აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი. 2022 წელი. 6 მა­ი­სი. გი­ორ­გო­ბა დღე. ნა­ხავთ რო­გორ გა­ა­ნა­თებს ყვე­ლა­ფე­რი".