ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა, იმჟამად თაკო 18 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 19 - წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.
10 წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ, ოჯახი დაინგრა და ახლა ცალკ-ცალკე ცხოვრობენ. თაკო მსახიობია და ის უკვე გადაიღო ნანა ჯორჯაძემ ფილმში "პეპლების იძულებითი მიგრაცია", ითამაშა ასევე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".
თაკო რამდენიმე უცხოურ ფილმშიც გადაიღეს. ამბობს, რომ ყველაზე რთული ინდურად და ირანულად საუბარი აღმოჩნდა. როლები დრამატულია და გადაღებები სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა. წარმატება უკვე მოვიდა, ინდოელი მაყურებელი მის მიერ განსახიერებულ მარტოხელა დედას ოვაციებით შეხვდა...
რაც შეეხება ოჯახის თემას, თაკო ტაბატაძე ამბობს, ოჯახის დანგრევამ მასზე იმოქმედა და ამ თემაზე საუბარი უჭირდა. მისი თქმით, განსაკუთრებულად ამ თემამ მის ოჯახზე იმოქმედა და ამის გამო მშობლებს საჯაროდ ბოდიშსაც უხდის.
განაგრძეთ კითხვა