წელს ყველა აღნიშნავს, რომ ასეთი ხანგრძლივად ცივი, თოვლიანი და ნალექიანი გაზაფხული არავის ახსოვს. რით არის კლიმატის ასეთი ცვლილება გამოწვეული და როდიდან გამოიდარებს AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი,
სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა:
- მაღალმთიანი რეგიონისთვის მაისში თოვლის მოსვლა უჩვეულო არ არის, რადგან იქ თოვლი ზაფხულშიც მოსულა... ის კი არა, აპრილში თბილისშიც მოუთოვია. ზუსტად წელი არ მახსოვს, მაგრამ წლების წინ იყო ასეთი შემთხვევა, მცირედი ფიფქები წამოვიდა... ბაკურიანისთვის და უფრო მაღალმთიანი ადგილებისთვის ახლა თოვლის მოსვლა გასაკვირი არ არის, რადგან ჯერ კიდევ მაისის დასაწყისია.
- როდიდან გამოიდარებს?
- გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ ამინდზე ჩვენ გაფრთხილებაც გავავრცელეთ... ამინდის გაუარესებას, ძლიერ წვიმას ველოდებოდით, ხვალ დღევანდელზე უარესს ამინდს ველოდებით, დღეს ცოტა გამოიდარა დასავლეთ საქართველოში. ხვალ ისევ დასავლეთიდან იწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ტემპერატურა ისევ დაიკლებს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმა იქნება, ზოგგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. შედარებით გამოიდარებს - 8, 9 და 10 მაისს. უნალექო დარი და ძალიან მაღალი ტემერატურები არ იქნება, მაგრამ მაინც.
11 მაისს ისევ ამინდის გაუარესებას ველოდებით. მაისის თვის პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, ცოტა ნორმაზე მაღალი გამოვიდა ტემპერატურა. თუმცა ასეთი ამინდები, სავარაუდოდ, თვის მეორე ნახევარში იქნება.
განაგრძეთ კითხვა