"ჩემო ნიკა, თბილისში არ ვარ და ამიტომ ვერ გნახე. მინდა როგორღაც გითხრა, რომ შენს გვერდით ვარ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ. შენ ისეთი რამ დაგემართა, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება - ადამიანმა შვილი არ უნდა დაიტიროს. ამიტომ ამ დროს ნუგეშის სიტყვებიც არ არსებობს.
და მაინც ვცდილობ მოვძებნო რაღაც, რაც შემიძლია გითხრა... ალბათ უბრალოდ იმისთვის, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო შენს მიმართ, იქნებ ეს იყოს სითბოს ერთი წვეთი შენს უსასრულო სასოწარკვეთაში. შენ ისეთი
ეს ყველაფერი ისეთი იშვიათობაა დღეს და ისე გვჭირდება ყველას, ყველას! იმასაც კი, ვისაც ეს გააზრებულიც არა აქვს. ვინც თვითონ არის გაბოროტებული და გარშემო ყველა მტრად მიაჩნია.
ვწერდი ამ წერილს და ყოველი სიტყვა ისე უსუსურად მეჩვენებოდა... იმ ტკივილთან
და მე მინდა გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ შენნაირ ადამიანს ეს გაუსაძლისი უსამართლობაც ვერ დათრგუნავს. შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში, საკუთარ თავში. და პირიქით, ეს მართლაც უსასრულო ტანჯვა კიდევ უფრო გააღრმავებს შენს თანაგრძნობას ადამიანთა მიმართ.
ჩემო ნიკა, მიგულე შენს გვერდით".