პრინც უილიამის მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი აღნიშნავს, რომ საკმაოდ უჭირს სამი შვილის აღზრდა.
როგორც იცით, კეიტსა და უილიამს სამი შვილი ჰყავთ - პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრონცი ლუი. შარლოტა ახლახან 7 წლის გახდა და სამეფო ოჯახის ნამდვილი ნებიერაა. თუმცა ონავარი პრინცესა არც ისე იოლი აღსაზრდელია და დედასაც ბევრ თავსატეხს უჩენს. გამუდმებით ითხოვს ყურადღებას და პროტესტის გარეშე არ ტოვებს შემთხვევას, თუ კეიტი სამეფო საქმეების გამო მას ყურადღებას მოაკლებს.
ამის შესახებ თავად კეიტ მიდლტონმა ისაუბრა პოდკასტში "ბედნიერი დედა, ბედნიერი შვილი". მისი თქმით, ყოველთვის, როცა მოვალეობების შესრულების გამო საზღვარგარეთ უწევს გამგზავრება და სარლოტა ამას ყურს მოჰკრავს, საყვედურობს. "ანუ ხვალაც ვერ წაგვიყვან სკოლაში?" - ამბობს გოგონა ისეთი ტონით, რომ დედამ თავი დამნაშავედ იგრძნოს.
კეიტი განიცდის, რომმ შვილებს იმდენ დროს ვერ უთმობს, რამდენიც სურს, რომ დაუთმოს. უნდა ყოველდღიურად შეასრულოს დედური საქმეები: წაიყვანის სკოლაში და გამოიყვანოს, თავად ატაროს წრეებზე, ისეირნოს მათთან ერთად სკვერებსა და მომედნებზე. სამწუხაროდ, სამეფო ოჯახის წევს ამისთვის დრო ყოველთვის არ რჩება. კეიტ მიდლტონის თქმით, დანაშაულის შეგრძნება თითქმის ყველა მშობელს სტანჯავს.
"ბავშვის გაჩენა უდიდესი ცხოვრებისეული საჩუქარია. მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდიცაა ბევრი ოჯახისთვის, რასაც დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდები. მშობლობა მუდმივი გამოწვევაა" - ამბობს კეიტი.
სწორედ ამიტომ პრინც უილიამის მეუღლე მაქსიმალურად ცდილობს, ყურადღება დაუთმოს იმ ქალებს, რომლებიც შვილებს ზრდიან. კერძოდ კი ახალ სოციალურ პროგრამას კურირებს, რომელიც ორსულ და მეძუძურ ქალებს ეხმარება ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებაში.
კეიტს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, ამხელა სამეფო ოჯახის რესურსებისა და დახმარების მიუხედავად, მისთვის იოლი არ არის ბავშვებზე ზრუნვა. იყო თავდადებული მშობელი, როცა მუდმივად კამერას გიმიზნებენ, იოლი ნამდვილად არ არის, ამის მიუხედავად, კეიტი და უილიამი ერთ-ერთ სამაგალითო მშობლებად მიიჩნევიან.
"სამეფო კარის ბავშვებს სხვა გზა არ აქვთ, ეს ყველაფერი უნდა მოითმინონ და აიტანონ" - დაბადებიდან დაწესებული ჩარჩოები და 11 წესი, რომელსაც პრონცესა შარლოტა ვერასოდეს დაარღვევს
"ცოტა ხანში ვერავინ გაუბედავს შენიშვნის მიცემას" - პრინცესა შარლოტამ შეიძლება, ძმაზე ადრე დაიდგას დედოფლის გვირგვინი