რაიანმა და ბლეიკმა ერთმანეთი 2010 წელს Green Lantern-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც მთავარი როლები შეასრულეს. იმ დროს რეინოლდსი სკარლეტ იოჰანსონზე იყო დაქორწინებული, ლაივლი კი ლეონარდო დიკაპრიოს
ბლეიკი და რაიანი დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ბევრისთვის ეს არც იყო საჭირო. ხშირად განიხილავდნენ, როგორ უყურებდნენ ერთმანეთს, როგორ ესაუბრებოდნენ და სითბოს გამოხატავდნენ. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ერთად ყოფნა მათი პიარგეგმის ნაწილი იყო. თუმცა, ბლეიკსა და რაიანს სულაც არ ადარდებდათ, რას იტყოდნენ მათზე სხვები. ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. რომანის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში უკვე პირველი ერთობლივი ბინა იყიდეს. 2012 წლის სექტემბერში კი ფარულად სამხრეთ კაროლინაში, ულამაზეს ადგილზე დაქორწინდნენ. სტუმრებს შორის მხოლოდ 35 უახლოესი ადამიანი იყო.
ახალდაქორწინებულებმა გადაწყვიტეს, თაფლობის თვე აფრიკაში გაეტარებინათ, მაგრამ შუა მოგზაურობისას რაიანმა მოიწყინა და ...
პირველად ისინი 2013 წელს Sound of Change Live ღონისძიებაზე ლონდონში გამოჩნდნენ, მაგრამ მას შემდეგ იშვიათად ახარებენ თაყვანისმცემლებს თავიანთი ერთობლივი გამოსვლებით. ამის მიუხედავად, ბლეიკსა და რაიანს ჰოლივუდის ყველაზე მოდური წყვილი არაერთხელ უწოდეს. მათ ორივეს გაუმართლათ - მრავალშვილიან ოჯახებში გაიზარდნენ და შეთანხმდნენ, რომ სურდათ, თავადაც გაემეორებინათ მშობლების გამოცდილება.
2014 წლის 16 დეკემბერს ბლეიკს ქალიშვილი, ჯეიმსი შეეძინა. სახელთან დაკავშირებით ბევრი აზრთასხვადასხვაობა იყო. მშობლებს ამ თემაზე ღიად არასოდეს უსაუბრიათ, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ წყვილმა უბრალოდ გადაწყვიტა, ლაივლის ოჯახში დაწყებული ტრადიცია გაეგრძელებინა, რადგან სახელი "ბლეიკიც“ მამრობითი სქესისაა. რაიანი მამა პირველად გახდა და მალევე ამ გამოცდილებაზე ისაუბრა: „ბავშვი უცნაურ გრძნობას განიჭებს, როცა სასიკვდილოდ დაღლილი და იმავე მომენტში, თან ძალიან ბედნიერი ხარ." განაგრძეთ კითხვა