ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა", ამჯერად სწორედ ეს ბიჭი უნდა გაგახსენოთ, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელი ლადო ტატიშვილი. ლადო დღეს ცოცხალი აღარ არის, შესაბამისად, სტატიაც ისევე სევდიანი გამოვიდა, როგორც რეჟისორების - სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმი - "კუკარაჩა". ეკრანული დედის, დეიდა ანიკოს ერთადერთი ვაჟი ცხოვრებაშიც დედისერთა იყო და თავისი ასევე ერთადერთი ვაჟის, მისივე სეხნია ლადოს დაბადებასაც ვერ მოესწრო - საქართველოს სამოქალაქო ომში დაიღუპა.
ლადოს დედას, ქალბატონ ტომა მამალაძეს რომ ვეწვიე, ინტერვიუსგან თავი შეიკავა, ძალიან მიმძიმს იმ
- საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს. 1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.
ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.
მეუღლე 5 თვის შემდეგ გარ დაიცვალა.
დაწვრილებით კი ლადოზე "დეიდა ანიკომ" - მსახიობმა მარი ჯანაშიამ გვიამბო:
- ხომ გახსოვთ, როგორც ამთავრებს ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩას": მე უკვე 40-ს გადაცილებული კაცი ვიყავი, სიზმარში ვნახე კუკარაჩა, ის კვლავ 21-22 წლის ბიჭი იყო, კვლავ მარიგებდა და ჭკუას მასწავლიდაო? დაახლოებით იგივე შეგრძნება მაქვს ლადოსთან დაკავშირებით: მე უკვე ამხელა ვარ, შვილიშვილები მყავს და ლადუნა ჩემთვის ისევ ის პატარა, 10-11 წლის ბიჭია!
ასე მგონია, არ შეიძლებოდა, ლადო ამ ფილმში არ მოხვედრილიყო, რადგან თითქოს მართლა თამაზი იყო - ფილმის გმირი, არაჩვეულებრივად ცოცხალი, სიკეთით სავსე, ძალიან ზრდილობიანი და ცოტათი ცელქი ბავშვი. რასაკვირველია, ქეთი დოლიძის დამსახურებაა მისი შერჩევა. ლადოს დედა, ქალბატონი ტომა მამალაძე კინოსტუდიაში კოსტიუმების მხატვარი იყო და ალბათ ქეთიც იცნობდა ლადოს.
იცით, როგორ შევხვდით მე და ლადო? ქეთიმ გაგვაცნო ერთმანეთს და გვითხრა: ეს არის შენი შვილი - ლადო, ეს კი არის დედაშენი - ქალბატონი მარინა. იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ჩვენს შორის გაჩნდა წარმოუდგენელი სიახლოვე, რომელიც სწორედ დედაშვილს აკავშირებს და სახელს ვერ უწოდებ. ისეთი ახლობელი და მართლა შვილივით გახდა ლადო ჩემთვის, რომ მერე, გადაღებებზე თითქმის მისი თანატოლი ჩემი შვილიც მიმყავდა ხოლმე და ეს ორი პატარა ადამიანი ძალიან შეეთვისა ერთმანეთს. ასე რომ, ლადო მართლა ჩემი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, "კუკარაჩა" ჩემთვის ერთდროულად უსაყვარლესი და ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი ფილმია. ლადოს დაღუპვის ამბავიც უცნაურად გავიგე. განაგრძეთ კითხვა