მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა რუსთავი 2- ის დილის ეთერში მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა, რომელიც, თურმე, საკმაოდ რთულად გადაიტანა.
“საკმაოდ ღრმა დეპრესიაში გადამივიდა, ეს მხოლოდ სევდა და ტირილი არ იყო. საკმაოდ მძიმედ ვიყავი დიდი ხანი... 3-4 თვე ვიყავი ძალიან მძიმედ, შემდეგ ექიმის დახმარება დამჭირდა. საერთოდ ვერ ვხდებოდი, რომ ექიმი მჭირდებოდა. აგრესია მქონდა, ვამბობდი, რომ არ მჭირდება ექიმი, არავინ არ მინდა, კარგად ვარ. საბოლოოდ, ოჯახის წევრების დაძალებით მოხდა ყველაფერი. ამ დროს ვერავინ გიგებს, რისი გადატანა გიწევს. შეიძლება ყურადღებამაც გაგაღიზიანოს და უყურადღებობამაც. სწორი მხარში დგომა გჭირდება ამ დროს და არა ზედმეტი ყურადღება.
ძალიან რთულია ამ დროს ქალისთვის ყოფნა, საერთოდ ვერავინ გიგებს, რა გადაიტანე.“ - როგორ დაძლია ორსულობის შემდგომი დეპრესია რუსკა მაყაშვილმა. საკუთარ გამოცდილებას დილის გადაცემის მაყურებელს უზიარებს.
რა ნიშნები აქვს დეპრესიას ორსულებში და რა საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას - მეან გინეკოლოგ ნინო ოქროპირიძის რჩევები
"რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გრძნობს, განიცდის ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა?" - სოფო შევარდნაძე მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე
"ამერიკაში ჩემი გინეკოლოგი ყოველთვის ამოწმებდა, ხომ არ მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია... ბევრი ქალი ვიცი ირგვლივ, ვისაც ჰქონია და ეს რეალურია"