2022 წელი ცნობილი მომღერლისთვის ბედნიერად დაიწყო. ბოლო თვეები ყველა ადევნებდა თვალს, როგორ მოულოდნელად შეიცვალა ბრიტნი სპირსის ცხოვრება უკეთესობისკენ. ბოლო 13 წელი მამის მეურვეობის ქვეშ იყო, რომელიც ნამდვილი ტირანივით ექცეოდა შვილს და ყველაფერს უკრძალავდა, ამ ასაკშიც კი. გოგონა, რომელიც მოზარდობის ასაკიდან პოპულარულია, არასდროს ყოფილა ბედნიერი. მისი ცხოვრება სულ იყო აკრძალვები, გამოსასწორებელი და სარეაბილიტაციო ცენტრები, მარცხი, იმედგაცრუებები პირად ცხოვრებაში, გამუდმებული კრიტიკა საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან და ა.შ. და აი, ძლივს დაიხსნა თავი მეურვეობისგან და იპოვა მამაკაცი, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნებდა.
ამბობენ, სწორედ სემ ასგარიმ, ბრიტნის ბოიფრენდმა დაარწმუნა მომღერალი, გამოსულიყო სასამართლოში მამის წინააღმდეგ. შემდეგ იყო წყვილის ერთად გატარებული არდადეგები, ხელის თხოვნა და ახალი ამბავი - ბრიტნიმ საზოგადოებას ამცნო, რომ ორსულადაა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა... მომღერალმა სულ ახლახან გამოაცხადა, რომ მუცელი მოეშალა.
"ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გამცნოთ - ჩვენი საოცარი ბავშვი ორსულობის ადრეულ ვადაზე დავკარგეთ. ეს გამანადგურებელი მომენტია ნებისმიერი მშობლისთვის. ალბათ, ვიჩქარეთ და ჯერ არ უნდა გაგვეზიარებინა ორსულობის სასიხარულო ამბის შესახებ, უფრო საიმედო მომენტს დავლოდებოდით ანონსებისთვის", - დაწერა ბრიტნიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბრიტნის ორი შვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან.