16 მაისს, 8:11-ზე, მორიელის ოცდამეექვსე გრადუსში მთვარის დაბნელება იყო, სავსემთვარეობაზე და ამით დაიხურა გაზაფხულის დაბნელებების დერეფანი. მზე ახლა კუროშია, მთვარე მორიელში. გააქტიურებულია კურო-მორიელის ღერძი - ფინანსები, რესურსები. მორიელის არის ტრანსფორმაცია, კრიზისი, პარტნიორის ფინანსები, კრედიტი, გადასახადები, ექსტრიმი, ფორსმაჟორული სიტუაცია. მორიელის მმართველი არის პლუტონი, რომელიც ახლა თხის რქაში და რეტროგრადული სვლაშია. მოსალოდნელია ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში, ფინანსურ და საბანკო სფეროში, გაზისა და ნავთობის თემებში.
მთვარის დაბნელებაზე მომატებულია ემოციურობა. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მთვარის დაბნელება ეს არის საუკეთესო პერიოდი საქმეების, პროექტების დასასრულებლად, პატიებისთვის, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. გათავისუფლდებით დამოკიდებულებების, ავადმყოფობისგან, შიშებისგან, ვალებისგან.
უნდა დაფიქრდეთ, რა რესურსებს ფლობთ, რამ უნდა მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა. შეიძლება მიიღოთ შედეგი ადრე შესრულებული საქმისგან, პროექტისგან. ზოგადად, შეიძლება თავი შეგახსენოთ წარსულმა, განახლდეს ძველი ურთიერთობები, საქმეები. 2021 წლის შემოდგომაზე უკვე იყო ასეთი დაბნელება და გაიხსენეთ, რისი დასრულება დაიწყეთ, რას საქმიანობდით მაშინ, სად გსურდათ ცვლილებები? გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2004 წლის აპრილში, შეიძლება განმეორდეს მოვლენები. ან დაასრულოთ საქმეები, ურთიერთობები, რაც მაშინ დაიწყეთ.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეფერხდება ზოგიერთი საქმე, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ასაკით და თანამდებობით უფროს ადამიანებთან, მოგინდებათ განმარტოება, გაცივდება ურთიერთობები, - მზე სატურნთან კონფლიქტშია. ამასთან, მერკურიც რეტროგრადულია. იყავით მეტად დაკვირვებული. მოიმატებს დაძაბულობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა. იყავით მომართული სულიერებაზე. კარგი იქნება შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ქველმოქმედება; მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. არ გადაიღალოთ, არ გადატვირთოთ გული, ხერხემალი.
გარდა ამისა, სიფრთხილე გმართებთ ქიმიურ ნივთიერებებთან, შხამ-ქიმიკატებთან (საოჯახო ქიმიასთანაც). საქმე იმაშია, რომ 18 მაისს მარსისა (ომის ღმერთი) და ნეპტუნის (ილუზიები, ტყუილები) შეერთება გველოდება, მაგრამ ასპექტი აქტიურია 14-დან 22 მაისის ჩათვლით და თან მთვარის დაბნელება ამძაფრებს სიტუაციას. შეიძლება გააქტიურდეს რელიგიური ექსტრიმზი. გამორიცხული არაა, გამომჟღავნდეს საიდუმლო. გაფრთხილდით, ილუზიებში, ტყუილებში გადავარდნილმა არ ჩაიდინოთ აგრესიული ქმედება ან ქველმოქმედების სახელით არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. დაპირისპირებულმა მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. გამორიცხული არაა, დაბინძურდეს წყალი (შემთხვევით ან განზრახ), ან კატაკლიზმებმა იმატოს წყალზე. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მათრობელა (ალკოჰოლი, ნარკოტიკი) ნივთიერებებთან, აგრეთვე, მედიკამენტებთანაც (მედიკამენტური მოწამვლა).
ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად მთვარის დაბნელება? რა თქმა უნდა, მორიელებზე. განსაკუთრებით 15-21 ნოემბრის შუალედში დაბადებულებს, აგრეთვე, მათზე, ვისაც მორიელში, უფრო კონკრეტულად კი 23-29 გრადუსში გყავთ პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. კირჩხიბებს (15-21 ივლისის შუალედში დაბადებულებს) და თევზებს (13-19 მარტის შუალედში დაბადებულებს) გაქვთ შანსი, მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო და განვითარების უმაღლეს საფეხურზე გადაინაცვლოთ. ცოტა მეტი დაკვირვება გმართებთ კუროებს (13-19 მაისის შუალედში დაბადებულებს), ლომებს (15-21 აგვისტოს შუალედში დაბადებულებს) და მერწყულებს (11-17 თებერვლის შუალედში დაბადებულებს) დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხები. არ გაართულოთ დამოკიდებულება მშობლებთან, პარტნიორებთან, ცვლილებებისთვის მოემზადეთ.
პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით:
ვერძი
ცვლილებები შეეხება თქვენს ფინანურ თემას: გახდებით ფინანსურად დამოუკიდებელი. მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში. შეიძლება მიიღოთ სარგებელი პარტნიორის ფინანსებისგან, მემკვიდრეობა. უმეტესობა გაისტუმრებთ ვალებს, გადასახადებს. მთვარის დაბნელების შემდეგ მოიცილეთ ყველა უსარგებლო ნივთი. გათავისუფლდით არაფრისმომცემი ვალდებულებებისგან. შეიძლება გადაწყვიტოთ დაშორება თქვენს სექსუალურ პარტნიორთან ან პირიქით, ახალგაცნობილთან გახადოთ ურთიერთობა მეტად სერიოზული.
კურო
ცვლილებები შეეხება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. ზოგიერთ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან დაასრულებთ ურთიერთობას; ან გადახვალთ ახალ საფეხურზე. გადაწყვეტთ გააფორმოთ ხელშეკრულება ან დაასრულოთ პროექტი, თანამშრომლობა. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, შეიძლება ზოგიერთი კლიენტი დაგემშვიდობოთ, ადგილი გაუთავისუფლოს სხვას. შეიძლება გადაწყვიტოთ მეორე შვილის გაჩენა ან გაიგებთ, რომ გეყოლებათ. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 15-21 მაისის შუალედში დაბადებულები.
ტყუპი
ცვლილებები შეეხება თქვენს ყოველდღიურობას, ჯანმრთელობის სფეროს. მოგეხსნებათ ზედმეტი ვალდებულებები. გამოიცვლით სამსახურს ან სამუშაო გრაფიკს. ცვლილებები გელით, თუ შინ გყავთ შინაური ცხოველები. გაფრთხილდით, რომ არ გაგექცეთ. თუ რამე დაავადება გაწუხებდათ, გამონახავთ ექიმს ან მკურნალობის ახალ მეთოდს და განიკურნებით. კარგი იქნება სამედიცნო კვლევის ჩასატარებლად. მთვარის დაბნელება საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ძილის, კვებისა და დასვენების გასაუმჯობესებლად.
კირჩხიბი
ცვლილებები შეეხება პირადი ურთიერთობების სფეროს: გადაწყვეტთ დაწყვილებას, დასრულდება თქვენი მარტოობა. დაასრულებთ შემოქმედებით პროექტს, ზოგიერთი კი პირიქით, გაიხსენებს და განავითარებს ჰობის. იმატებს დღესასწაულებზე დასწრების, მოწყობის სურვილი, საბავშვოსიც. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ ან ცვლილებები ელით თქვენ შვილებს. ცვლილებებს განსაკუთრებით იგრძნობთ 17-22 ივლისის შუალედში დაბადებულები.
განაგრძეთ კითხვა