"კლინიკაში ვართ, ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება 5-7 დღე და ძალიან ასუსტებს ორგანიზმს" - მარი ნაკანი
"კლინიკაში ვართ, ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება 5-7 დღე და ძალიან ასუსტებს ორგანიზმს" - მარი ნაკანი
ფოტოხელოვანი მარიამ ნაკანი ახალი ვირუსის შესახებ წერს, რომელიც მის ქალიშვილს შეხვდა:

"მე და ფოფო ვართ კლინიკაში, ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება 5/7 დღე და ძალიან ასუსტებს ორგანიზმს, რადგანაც რაც არ უნდა დაალევინო, ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის, სტაბილურად მაღალია.
ბავშვებში ხშირია გართულებები, ზოგში იწვევს ბრონქიტს ან ფილტვების ანთებას, მოკლედ ყურადღება მისაქცევი ამბავია.
ჩვენ 2 დღე გვქონდა 39 და ხველა, გუშინ საღამოს. სასწრაფო გამოვიძახე და გადმოგვიყვანეს სტაციონარში. აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია.
მშობლებო, თუ გაქვთ საშუალება ბავშვებს ნუ გაუშვებთ
ბაღში, ძალიან მტარვალი ვირუსია.
ჩვენ
გავიკეთეთ ორი გადასხმა და ახლა სოფო უკეთაა.
ეს ენერგიით სავსე ბავშვი ისე სუსტად იყო და მივარდნილი, რომ მივხვდი,  დროული ზომების მიღება არ გვაწყენდა.
ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რომ დროზე გამოვიძახე სასწრაფო და არ დავტანჯე ბავშვი 5-დღიანი მაღალი სიცხის თმენით.
მოკლედ, თუ კლინიკაში დაწოლა არ გინდათ, უბნის ექიმს მაინც მოასმენინეთ. ჩაახედეთ ყელში და იცოდეთ, რომ ამ ვირუსს გადასხმა ძალიან შველის.
ჩვენ გადატანილი გვაქვს კოვიდი, ფაიზერიც გავიკეთეთ ორჯერ, ასევე ტესტი აგვიღეს კლინიკაში გუშინ და კორონა არაა.
ახალი ვირუსია, ბევრად მარტივი, მაგრამ მაინც მინდოდა გამეფრთხილებინეთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ".
11850
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მანო
0
5 დღე მქონდა 39,3-38,5. დამეწყო საშინელი შემცივნებით, ყელის და საკვერცხეების ტკივილით. ცხვირიდან ყვითელი გამონადენით და ასეთივე ხველით, რომელიც დღემდე მაქვს. ყველა სახსარი მტკიოდა. ტესტით კოვიდი არ აჩვენა / გადატანილი მაქვს იანვარში; ფაიზერით ვარ ორჯერ აცრილი / ; მესამე დღიდან დამეწყო კონუქტივიტი თვალებზე და ტუჩებზე და ცხვირში ჰერპესები. ც რეაქტიული, ნორმა 5-ზე ნაკლებია და მქონდა 115; როე ნორმა 0-30; მქონდა და ეხლაც მაქვს 68; მეოთხე დღიდან დავიწყე ანტიბიოტიკი სუმამედის მიღება, რომელმაც გამიჩერა ყელის ტკივილი და სიცხეც ჩამოვიდა 37,2-მდე; 5 დღე ამქვეყნად არ ვიყავი, ისე ცუდად ვიყავი; კოვიდის დროსაც მქონდა ფილტვებზე გართულება, მაგრამ ის კამფეტი ყოფილა ამასთან. ამ რაღაც გაურკვეველ ვირუსს დავარქვი ბინძური ვირუსი (((
23:42 / 19-05-2022
მსგავსი სიახლეები