მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ, პროტესტის ნიშნად რუსეთი არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა.
ქვეყნიდან გაემგზავრნენ ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინიც თავის ტყუპ შვილთან ერთად. უკვე სამი თვეა, პრომადონა ისრაელში იმყოფება. არაერთხელ გავრცელდა ხმა, რომ ოჯახი რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს, თუმცა ალა ბორისოვნა აკონკრეტებდა, რომ მისი გამგზავრების მიზანი მკურნალობა იყო და არა ემიგრაცია.
ამასობაში გალკინი და პუგაჩოვა ისრაელში კარგად დაფუძნდნენ - ალამ საკუთარი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა, საცხოვრებლად უზარმაზარი ვილა იქირავეს. რუსული პრესა კი წერდა, რომ წყვილი სამშობლოში დატოვებულ საცხოვრებლის გაყიდვას აპირებდა. თუმცა პუგაჩოვას შვილიშვილმა, ნიკიტა პრესიაკოვმა ეს უკანასკნელი ინფორმაცია უარყო.
საბოლოოდ, ჟურნალისტებმა მოახერხეს ვითარებაში გარკვევა და ისრაელში მყოფ ალა პუგაჩოვასთან დაუკავშირდნენ. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა იყო, აპირებდა თუ არა ვარსკვლავური წყვილი რუსეთში დაბრუნებას.
„აბა, როგორ? არდადეგები ხომ დასრულდება. პირველ სექტემბერს ბავშვები სკოლაში უნდა წავიდნენ. ახლა ონლან სწავლობენ“ - განაცხადა ალა პუგაჩოვამ. მაქსიმ გალკინს სიტყვაც არ დაუმატებია, მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლაო - წერს რუსული პრესა.
ასე რომ, თაყვანისმცემლებს იმედი მიეცათ, რომ მათი ფავორიტი ოჯახი შემოდგომისთვის უკვე სამშობლოში იქნება.
"დრო გააჩერა?" - 72 წლის ალა პუგაჩოვას ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა