ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ, მწვანე მონასტერთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები „ბოლო ზარს“ აღნიშნავდნენ. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, ერთი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სამმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. გარდაცვლილის ახალგაზრდის ცხედარი ახალციხის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.