ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 4 ახლად სკოლადამთავრებული მოზარდი იჯდა. მათგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწარფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
ambebi.ge -ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, რომ დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია.
როგორც უწყებაში გვითხრეს, მოსწავლეები მწვანე მონატერში მოსალოცად იყვნენ მისული და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
"საშინელება ტრიალებს. ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია.
განაგრძეთ კითხვა