თბილისში, მოკლული ახალგაზრდა ქალი 31 წლის სოფო კვარაცხელიაა. არსებული ინფორმაციით, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლემ, შვილების თვალწინ მოკლა. კვარაცხელიას ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.
ჩვენი ინფორმაციით, წყვილს 2 შვილი ჰყავდა. კვარაცხელია ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიუროში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
AMBEBI.GE მერაბ ქვარაიას ესაუბრა:
"სოფო 2017 წლის დასაწყისში, 3-4 ვის განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან... ბავშვის ავადმყოფობის გამო, რამდენიმე თვეში მოუწია თბილისში გადასვლა. ძალიან მოწესრიგებული და საქმიანი ადამიანი იყო. ჩვენს შტაბში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მომხდარით გაოგნებული ვარ, არ ვიცი, რა მოხდა და რა უბედურება დატრიალდა.
განაგრძეთ კითხვა