"ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის" - ბაია პატარაია
"ვინ ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის" - ბაია პატარაია
უფლებადამცველი ბაია პატარაია გუშინდელ, მორიგ საზარელ ამბავს ეხმაურება სოციალურ ქსელში:

"ვინ ეტყვის კაცს, რომ მოძულებული ცოლი კი არ უნდა მოკლას, არამედ უნდა გაშორდეს?
ვინ ეტყვის ქალს, რომ სანამ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ გახდება, არც კი იფიქროს ქორწინებაზე?
ვინ ეტყვის გოგოებს და ბიჭებს, რომ ლტოლვა და აღტაცება სიყვარული არ არის? და რომ სიყვარული არ კმარა ცოლ-ქმრობისთვის, რომ მეგობრობა და პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია?
ვინ ეტყვის მშობლებს, რომ ტოქსიკური ქორწინება და მუდმივი ჩხუბი ბევრად უფრო აზიანებს მათ შვილებს, ვიდრე განქორწინება და ცალ-ცალკე ცხოვრება?
ვინ
ეტყვის ხალხს, რომ ცოლი არ
არის ვალდებული ემორჩილებოდეს ქმარს და რომ ცოლი ქმრის საკუთრება არ არის, რომ ქმარი არ არის ცოლის ბატონი და უფროსი?
ვინ გაიაზრებს, რომ 17 მაისი ძალადობის დღეა, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე დაარქვეს ფარისევლებმა?
დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა, ავტობუსში, შვილების თვალწინ, პერფომატიულად.
ვინ ეტყვის ჟურნალისტებს, რომ ამ საზარელი დანაშაულიდან არ დადგან ცირკი და ამით არ წააქეზონ სხვა ბოროტი კაცები ფემიციდისკენ?"

alt"სოფო ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო... თბილისში ბავშვის მდგომარეობის გამო გადავიდა" - რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც მეუღლემ შვილების თვალწინ მოკლა


2301
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მოქალაქე
7
დრომოჭმულ პრობლემას ამოჩიჩქნიან და შემდეგ საპირისპიროს ამტკიცებენ, ახლა ისე გაჰყვირით ამ ე.სწ. პრობლემაზე, თითქოს მართლა პრობლემა იყოს ეს ქვეყანაში, რომელი ცოლია ახლა ქმრის გავლენის ქვეშ და რომელი საუკუნეა ისევ ამ ე.წ. პრობლემაზე რომ აპელირებთ? სხვა ხაზი ჩაუშვით, ან გარეთ გადით და ნახავთ რომ ქმრის მინართ ცოლის მონობის პრობლემა დღეს არ დგას საქართველოში, ანუ არ არის აქტუალური დ აპრაქტიკიდან ამოღებულია დიდი ხანია, საკმაოდ განვიარებულია ქართველი აკცი და ქალი უფრო ქაჯი გახდა :) ველირები კი ყველა საზოგადოებშია დღეს, ჩვენ ხომ მაინც კავკასიელები ვართ? სუფთა სისხლის ევრიპელებს ვერ მივედრებით 100%ით, მაგრამ ფაქტია რომ ვცდილობთ. .
16:25 / 22-05-2022
nino
6
შენ და შენი სექტა რომ მოძღვრავს ახალგაზრდობას და კონკრეტულად ქალებს იმიტომაც გცაქვს ეს შეეგი.
14:57 / 22-05-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი