როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 მაისიდან პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო აღარაა და მისი გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოგეთხოვებათ. თუმცა, ბოლო პერიოდია საზოგადოებრივ ტრანსპორტში იშვიათად თუ ატარებს ვინმე პირბადეს. თავად მგზავრებს შორისაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შეზღუდვაც მოიხსნა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზს მივმართეთ:
"მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა. აღნიშნული რეგულაცია არ მოხსნილა და კვლავ ითვალისწინებს 20-ლარიან ჯარიმას", - გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისიდან პირბადის ტარების ვალდებულება სხვა დაწესებულებებთან ერთად, სკოლებშიც მოიხსნა. თამარ იაკობაშვილი