თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მკურნალობას აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, თუმცა ეტაპობრივად პროგრესი შეინიშნება.
დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურად მძიმე პოსტს აქვეყნებს.
"დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო…რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი რაც დაგვრჩა... მიკონკრეტებს ეგ არა, მეორეო. არ ვიცი, რა გავაკეთო… რა ვუპასუხო… როგორ აუხსნა რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა. ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება რომ ვუყურებ" - წერს ქრისტინე მამუკაშვილი "ფეისბუქში".
განაგრძეთ კითხვა