ცნობილი მომღერალი 13 მაისს გახდა დედა. რიანასა და მის რჩეულ ასაპ როკის ვაჟი შეეძინათ. ბავშვის სახელი კვლავ გასაიდუმლოებულია.
როგორც გაირკვა, რიანა მშობიარობამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეურიგდა ასაპს, რომელმაც ორსულ საცოლეს უღალატა და ამას დიდი სკანდალიც მოჰყვა. თუმცა მომღერალმა გადაწყვიტა, რომ მის შვილს დედაც და მამაც სჭირდებოდა პირველივე დღეებიდან და მას მერე, რაც იმშობიარა, ასაპი გვერდიდან არ შორდება.
ჯერჯერობით რიანა ამერიკაშია და იქ ზრდის ბავშვს. როგორც ახლობლები ამბობენ, სულ თავს დასტრიალებს და ფანტასტიკური დედაა. მომავალში გეგმავს, რომ სამი თვის ასაკის პატარა ბარბადოსზე, თავის სამშობლოში წაიყვანოს და გარკვეულ ხანს იქ იცხოვრონ. ფიქრობს, რომ ისიც და მისი შვილიც იქ ბევრად წყნარად იქნებიან, საჯარო ცხოვრებისგან და ქაოსისგან შორს.
ორსულ რიანას საქმრომ უღალატა და მასთან ურთიერთობა გაწყვიტა