სად ამოქმედდება თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი ხაზები - ცვლილება 4 ივნისიდან - მშობლები

სად ამოქმედდება თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი ხაზები - ცვლილება 4 ივნისიდან

2022-05-25 08:56:58+04:00
მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, 4 ივნისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება - ამის შესახებ თბილისის მერია აქვეყნებს ინფორმაციას.

დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება:

N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს;

ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.