გიორგი გილიგაშვილი თათია შარანგიას ესტუმრა გადაცემაში "სთორი" და თავის დაავადებაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ფარისებრ ჯირკვალზე აღმოაჩნდა ავთვისებიანი კვანძი. ოპერაციის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა ეკრანზე და როგორც გადაცემის ანონსში ჩანს, ისაუბრებს თავის დაავადებაზე:
"სულ მსურდა გამოვსულიყავი და მეთქვა, ლეგენდარულად ვარ, ხალხო. ცხონება მისურვეთ, ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი".