„რთულია, თუმცა აუცილებელი, რომ გამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის წევრებისთვის მაგალითი მიმეცა, რათა გადავრჩეთ“
„რთულია, თუმცა აუცილებელი, რომ გამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის წევრებისთვის მაგალითი მიმეცა, რათა გადავრჩეთ“

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ეთერში დაბრუნდა. მან გადაცემა ემოციური სიტყვით დაიწყო,, სადაც მადლობა გადაუხადა მაყურებელსა და საზოგადოებას გამოჩენილი თანაგრძნობისთვის:
„ვიწყებ გადაცემას განცდით, თითქოს პირველად გხედავთ. განსაკუთრებულად რთულია, თუმცა აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ. გადარჩენისთვის მადლობა უნდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რადგან ისეთი სიყვარული ვიგრძენი თქვენგან, ისეთი მხარში დგომა, ისეთი იმედი და ძალა, არ შემეძლო, არ გამეგრძელებინა. მადლობა ყველას და ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, გადაგიხადოთ თითოეულ
თქვენგანს ის სიყვარული, სითბო, თანაგრძნობა
რაც ჩემი ოჯახის მიმარ ამ რთულ დღეებში გამოიჩინეთ“ - განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.

2122
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
T
0
ღმერთმა შეგაძლებინოთ და მოგცეთ სულიერი მხნეობა
12:43 / 27-05-2022
ამო
0
უნდა გაუძლო.
16:22 / 26-05-2022
მსგავსი სიახლეები