ბოლო პერიოდში საქართველოში ფემიციდის რამდენიმე ფაქტი ზედიზედ მოხდა. ყველა შემხვევაში მოძლადე იყო ქმარი ან ყოფილი პარტნიორი.
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ყოველთვის ცდილობს, სერიალში შეიტანოს ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალური და პრობლემურია. რასაც, როგორც წესი, სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა. რამდენიმე დღის წინ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ სერიაში ქალზე ძალადობის პრობლემა იყო ნაჩვენები. კერძოდ, როგორ იძალადა ფიზიკურად ეჭვიანობის ნიადაგზე სერიალის გმირმა სოსომ მის პარტნიორ კატოზე. ამ ეპიზოდმა მაყურებელში განსხვავებული აღქმები შემქნა. ზოგმა ეს ძალადობის წახალისებად მიიჩნია, ზოგმაც კი ჩათვალა, რომ ამით ავტორს უნდოდა პრობლემის სიმწვავე წარმოეჩინა და მაყურებლისთვის სწორი დასკვნები შეეთავაზებინა.
თავად სცენარის ავტორმა "ფორმულასთან" ამ კონკრეტულ სერიაზეც ილაპარაკა და ზოგადად ფემიციდის პრობლემა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილა.
"ჩემი სერიალის გაზიარებისას, წავაწყდი ასეთ კომენტარს: აი, ამ სერიალის გამო, ამას რომ უყურებენ, ხოცავენ ერთმანეთსო. ესეც თითის არასწორად გაშვერის პრობლემაა. იმიტომ კი არ ხოცავენ ერთმანეთს, რომ ეს სერიალშია, იმიტომ არის სერიალში, რომ ეს პრობლემა არსებობს. მქონდა ნაჩვენები ფსიქოლოგიური ძალადობა როგორ გადადის ფიზიკურში და როგორ ხდებიან მანიპულაციის მსხვერპლი ქალები. მე მინდოდა ამ სერიით მეჩვენებინა, რომ ზოგჯერ მოძლადეს არ ეტყობა, რომ არის მოძალადე, თუმცა მინიშნებები იყო - საერთო ექაუნთი გავაკეთოთ, უჩემოდ ნუ ერთობი და ა.შ. პირადი სივრცე ეზღუდებოდა. ქალს როცა ძალიან უყვარხარ, ის თვითონ შემოგთავაზებს საერთო ექაუნთი იქნება, თუ სხვა რამ. კაცის მოვალეობა ქალს თავი ისე შეაყვაროს, რომ არ მოუნდეს არსად გახედვა." - აღნიშნა სცენარისტმა.
ქეთი დევდარიანმა ფემიციდზე საუბრისას, საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ხშირად ისმის ზედაპირული შეკითხვა, რატომ არ მიდიან ეს ქალები სახლიდან. დავიწყებ იქედან, რომ უმეტესობა წასულია და სწორედ ამის გამო ისჯებიან. საქართველო ისჯება ქალების ემანსიპაციის ფაზაში, დამოუკიდებლობის მოპოვების გამო ქალები ისჯებიან იმ კაცებისგან, რომლებსაც რეალიზების პრობლემა აქვთ.
განაგრძეთ კითხვა