პოლონეთში მცხორები 28 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, მეუღლემ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ყალიჩავა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა.
მათივე ინფორმაციით, ქალს მეუღლე გაშორების უფლებას არ აძლევდა. მოკლულ ახალგაზრდას 3 შვილი დარჩა.მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია. მისი ინფორმაციით, ყალიჩავამ შაბათს "საფარის" თანამშრომელს მისწერა და უთხრა, რომ ქმარმა სცემა და პოლიციის გამოძახება სურდა.
"დღეს საფარი/Sapari დიდი უბედურების დღე გაგვითენდა. პოლონეთში ქალი რომ მოკლა ქმარმა, მაგ გოგოს დახმარებას ჩვენ ვცდილობდით აქედან და ვერ დავეხმარეთ... ჩვენ თანამშრომელთან Tamuna Lukava სთან გავიდა ჯერ კონტაქტზე, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და თამუნამ ასწავლა მტკიცებულებების შეგროვება.
შაბათს მისწერა თამუნას, რომ ისევ ნაცემი იყო და ამჯერად პოლიციის გამოძახება სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ. ჩვენ მოვძებნეთ პოლონეთში ქართველი გოგო, რომელმაც გამოიძახა პოლიცია მის ნაცვლად, რაღაც მოშორებულ ქალაქში ცხოვრობდა. პოლონეთის პოლიცია მივიდა და წავიდა, თარჯიმანი იპოვნე და შენით მოდიო...
განაგრძეთ კითხვა