ცნობილი მოდელი ეშლი გრემი მეორედ გახდა დედა. 2 წლის ბიჭუნას შემდეგ მას ტყუპი შეეძინა.
ეშლიმ ორჯერვე სახლში გადაწყვიტა მშობიარობა, რადგან საავადმყოფოს გარემო ძალიან ძაბავს და არ სურდა ამ უარყოფითი ემოციებით დატვირთული შეჭიდებოდა ამ სერიოზულ განსაცდელს. სახლში კედლებიც კი მეხმარებიანო - ამბობდა ის.
პირველ მშობიარობაზე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამიტომ მეორედაც ბავშვების სახლში გაჩენა გადაწყვიტა.
სამწუხაროდ, ამჯერად ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა.
„ღამის 2 საათზე დამეწყო ჭინთვები და მალაკი უკვე 3:45 საათზე დაიბადა. 2 საათში რომანიც გაჩნდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ სულ სამსაათნახევრის განმავლობაში ვმშობიარობდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა“ - ამბობს ეშლი. თუმცა ყველაზე უარესი სწორედ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ დაიწყო.
ეშლიმ უცებ გონება დაკარგა. „ბოლოს მახსოვს მაგრად ჩაჭიდებული ჩემი ქმრის ხელი, რომელიც ხმამაღლა ლოცულობდა და ნემსის ჩხვლეტა. ამის შემდეგ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა“ - იხსენებს მომდელი.
აღმოჩნდა, რომ მშობიარობა ძლიერი სისხლდენით გართულდა, რომელიც დროულად ვერ შეაჩერეს.
„გონს რომ მოვედი, მთხოვეს საწოლში გადავწოლილიყავი, თუმცა არათუ წამოდგომა, წამოჯდობა და გადაჩოჩებაც არ შემეძლო. ზეწრით ამწიეს და ისე გადამაწვინეს ლოგინში. მადლობა ღმერთს, ტყუპს არაფერი დამუქრებია. 4 დღე გაუნძრევლად ვიწექი, სახლიდან კი 2 თვე ფესი არ გამიდგამს“ - განაცხადა ეშლიმ.
3 შვილის დედა პირდაპირ ეთერში აპირებს მშობიარობას, კადრების ნახვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვინც ფულს გადაიხდის