ტოპმოდელ სინდი კროუფორდის 20 წლის ქალიშვილი კაია გერბერი, რა ხანია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გოგონა ძალიან ლამაზია და ძალიან ჰგავს დედას. მცირე ასაკიდან სცადა მოდელობა და ამ სფეროში წარმატებები აქვს.
სულ ახლახან კაია კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა წითელი კაბით და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.
პრესაში კვლავ ალაპარაკდნენ მის მსგავსებაზე სინდისთან და ამ უკანასკნელის ფოტოებიც გამოჩნდა წითელი კაბით.
კაია კანში თავისი შეყვარებულის - მსახიობ ოსტინ ბატლერის საგულშემატკივროდ არის ჩასული და ოსტინის მონაწილეობით ფილმის პრემიერას დაესწრო.
სინდი კროუფორდი ქმარ-შვილთან ერთად