ემილია, ანიმატორები, გათამაშებები... – „XS სათამაშოები“ 1-ელ ივნისს ბავშვებს გასართობ ღონისძიებებზე იწვევს
ემილია, ანიმატორები, გათამაშებები... – „XS სათამაშოები“ 1-ელ ივნისს ბავშვებს გასართობ ღონისძიებებზე იწვევს
1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.
ბავშვთა დაცვის დღე არ არის მხოლოდ მხიარული დღესასწაული პატარებისთვის, ის ასევე არის საზოგადოებისთვის შეხსენება ბავშვის უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ, რათა ყველა ბავშვი გაიზარდოს ბედნიერი, ისწავლოს და გააკეთოს ის, რაც უყვარს.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს უამრავი მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება. მშობლისთვის არჩევანის გაკეთება, თუ სად წაიყვანოს თავისი პატარა, სულაც არაა მარტივი.
წელს ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება „XS სათამაშოების“ ორგანიზებით, თბილისის ორ ლოკაციაზე: სითი
მოლსა და გალერია თბილისში ჩატარდება.
"XS სათამაშოები" პატარებისთვის ყველაზე ფერადი დღესასწაულს გამართავს და მათ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აჩუქებს.

ღონისძიების აქტივობები


ღონისძიებას ქართველი ბავშვების საყვარელი იუთუბერი ემილია გაუძღვება და პატარებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას თამაშში.
ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ Make it Real-ის საოცარ გათამაშებაში ჩაერთონ, მათ ელით არაერთი სიურპრიზი, უამრავი პრიზი, ბევრი ტკბილეული და საყვარელ გმირებთან შეხვედრა.
ღონისძიების დაწყების დრო:
  • სითი მოლი - 13:00 სთ.
  • გალერეა თბილისი - 18:00 სთ.
ღონისძიებაზე მოწვეული ანიმატორები გაართობენ პატარებს და გარემოს მუსიკით გაახალისებენ. ასე რომ, "XS სათამაშოები"-ს ყველაზე ფერადი და მხიარული ღონისძიება შესანიშნავი მიზეზია, კიდევ უფრო გაილამაზოთ მზიანი დღე და აჩუქოთ თქვენს პატარებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
შეგახსენებთ, "XS სათამაშოები" პატარების საყვარელი სათამაშოების მაღაზიაა. საერთაშორისო ქსელში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდები - "ლეგო","ჰასბრო,LOL Surprize და ა.შ
N1 ერთადერთი საერთაშორისო ევროპული სათამაშოების მაღაზიათა ქსელი მთელს საქართველოში.
R
160
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები