infinity nado-ს შეჯიბრი, ჟირაფი ჟოზე და საჩუქრები - 1-ელ ივნისს „ბიბლუსი“ და „პეპელა“ ბავშვებისთვის ყველაზე მხიარულ ღონისძიებას აწყობს
infinity nado-ს შეჯიბრი, ჟირაფი ჟოზე და საჩუქრები - 1-ელ ივნისს „ბიბლუსი“ და „პეპელა“ ბავშვებისთვის ყველაზე მხიარულ ღონისძიებას აწყობს
თბილი და მზიანი დღე ორმაგად მხიარული გახდება, რადგან ზაფხულის პირველ დღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ და სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ წელსაც, ტრადიციულად აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს და ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს ორ ლოკაციაზე გამართავენ.
სითი მოლსა და ჩაის სახლში 16:00 საათიდან მისულ პატარებს დიდი მხიარულება დახვდებათ.
ჩაის სახლში infinity nado-ს სპინერებით შეჯიბრი გაიმართება. პატარები აქ ყველაზე საყვარელ პერსონაჟებს - ჟირაფ ჟოზეს და ლოკო მოკოს
შეხვდებიან და მათთან ერთად დროს
მხიარულად გაატარებენ.
ასევე, ბავშვებს შეეძლებათ სახის მოხატვა და სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობის მიღება. მათ მხიარულ განწყობაზე კი ანიმატორები იზრუნებენ.
მუსიკა, უამრავი ტკბილეული და საჩუქრები - ეს შესაძლებლობა ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ.
ასე რომ, თუ ჯერაც არ გადაგიწყვეტიათ, სად წაიყვანოთ ბავშვი პირველ ივნისს, „ბიბლუსის“ და „პეპელას“ ღონისძიება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

შეგახსენებთ, 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შენარჩუნების პრობლემები ყველაზე აქტუალური იყო, 1949 წელს, პარიზში ქალთა კონგრესი ჩატარდა, რომელზეც ხანგრძლივი მშვიდობისთვის დაუღალავად ბრძოლისთვის ფიცი დადეს, როგორც ერთადერთი გარანტია ბავშვების ბედნიერებისთვის. ერთი წლის შემდეგ კი, 1950 წლის 1 ივნისს, პირველად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება.
R
165
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები