"ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი


26 მაისიდან საქართველოში გამოიდარა და ტემპერატურამაც მოიმატა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ქ. თბილისში 1 ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.
2492
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები