ამ წყვილის თაყვანისმცემლებს უჭირთ დაჯერება, თუმცა ცნობილი ოჯახი უკვე დაინგრა. პოპულარულმა მომღერალმა შაკირამ დაადასტურა, რომ ცნობილ ფეხბურთელ ჟერარ პიკეს შორდება.
ამბობენ, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატია და პიკემ თანაცხოვრების პერიოდში არაერთხელ ატკინა გული ცოლს, ამჯერად კი აღარ აპატია შაკირამ და სახლიდან გამოუშვა.
როგორც გაირკვა, კოლუმბიელ პოპ-მომღერალს სპორტსმენი საკმაოდ მოწიფულ ქალთან ღალატობდა - იმ კლუბის ერთ-ერთი აღსაზრდელის დედასთან, რომელშიც პიკე თამაშობს - ჟერარი "ბარსელონას: 17 წლის ნახევარმცველის პაბლო გავის დედასთან დაიარებოდაო.
პაბლო გავი დედასთან ერთად - მარჯვნივ
როგორც წყვილთან დაახლოებული ადამიანები ყვებიან, პიკეს სახლში მოჰყავდა საყვარელი და ერთხელაც, შაკირამ წაასწრო, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა და მომღერალმა წერტილი დაუსვა ამ ურთიერთობას. ჟერარი ამჟამად მარტოა თავის მეორე ბინაში, შაკირა კი შვილებთან ერთად დარჩა მათ სახლში.
შაკირამ და პიკემ ერთმანეთი მომღერლის ცნობილი კლიპის - Waka Waka-ს გადაღებაზე გაიცნეს, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჰიმნი გახლდათ. მაშინ გაჩაღდა რომანი ჟერარსა და მასზე 10 წლით უფროს შაკირას შორის. წყვილი დაქორწინდა, ორი შვილიც გაუჩნდათ და 12 წელი იცხოვრეს ერთად, თითქოს ბედნიერებიც იყვნენ...