ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები წერენ.
რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი: "თუ ვინმეს განსაკუთრებულ პატივს ვცემდი ჩვენს პროფესიაში ეს თქვენ იყავით. ძალიან ძნელია ამასთან შეგუება".
მანანა ბერიკაშვილი: "ჩემო ძვირფასო, საყვარელო ბატონო თემურ! როგორ ჩამწყვიტეთ გული, როგორი დაიმედებულები ვიყავით! მაპატიეთ, თუ იმდენი ვერ მოგეფერეთ, რაც გულში მქონდა".
თემურ ჩხეიძე დაიბადა 1943 წლის 18 ნოემბერს. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.