ეს ქორწინება პოპ-პრინცესასთვის მესამეა. წყვილი 5 წელი ხვდებოდა ერთმანეთს.
როგორც ცნობილია, ბრიტნი საბოლოოდ გათავისუფლდა მამის მეურვეობისგან და მისი ცხოვრებაც ცოტათი დალაგდა. სასამართლოდან გამოსულმა, 9 თვის წინ, გამოაცხადა, რომ დაინიშნა ფიტნეს-მწვრთნელსა და მოცეკვავე სემ ასგარიზე. წყვილმა ერთმანეთი ბრიტნის ერთ-ერთი კლიპის გადაღებებზე გაიცნო. სემი მომღერალზე 13 წლით უმცროსია.
ნიშნობიდან ქორწინებამდე, 9 თვეში, წყვილმა რთული პერიოდიც გადაიტანა - ბრიტნი შვილს ელოდება სემისგან, თუმცა მუცელი მოეშალა.
ქორწილი 9 ივნისს შედგა და ბრიტნის თქმით, ასამდე სტუმარი ესწრებოდა. სიაში არ იყვნენ ბრიტნის მამა, დედა და ღვიძლი და. ბრიტნიმ გადაწყვიტა, რომ საკმაოდ დიდხანს იტანა მათი ჩარევა მის პირად ცხოვრებაში და ამ დღეს ჰქონდა უფლება, მათ გარეშე ებედნიერა.
სტუმრებს შორის იყვნენ პერის ჰილტონი, დრიუ ბერიმორი და დონატელა ვერსაჩე. სწორედ მისი დიზაინის კაბა ეცვა პატარძალს.
ბრიტნი ორჯერ იყო დაქორწინებული - პირველად, ბავშვობის მეგობარ ჯეისონ ალექსანდრზე. იმ ქორწინებამ 55 საათს გასტანა. შემდეგ იყო კევინ ფედერლაინი, რომელთანაც ბრიტნიმ ორი წელი იცხოვრა და შვილებიც მისგან გაუჩნდა.
მერე იყო რთული პერიოდები, დეპრესიები, ალკოჰოლიზმი, სარეაბილიტაციო ცენტრები, მამის მუდმივი უხეში ჩარევა მის ცხოვრებაში.
საინტერესოა, რომ მესამე ქმარმა საქორწინო კონტრაქტი მოითხოვა, სადაც წერია, რომ განქორწინების შემთხვევაში ის მიიღებს 5 მლნ დოლარს მომღერალთან გატარებული თითოეული წლისთვის. ასევე, თუ წყვილს შვილები გაუჩნდება და ისინი მასთან დარჩებიან, ბრიტნის ალიმენტის გადახდის ვალდებულება უკვე აქვს კონტრაქტის მიხედვით. ასეთი რამ კი მოსალოდნელია, რადგან ბრიტნის ვაჟებს სწორედ მისი მეორე ქმარი ზრდის.
იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ახალგაზრდა მამაკაცი გულწრფელია და ნამდვილად გააბედნიერებს ბრიტნის.