თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი კვლავ ისრაელშია და იქ გადის მკურნალობის კურსს. როგორც დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი წერს, დათიმ ახლახან გაიგო, რომ ფეხი ამპუტირებული აქვს:
"დილა მშვიდობის. დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო, ძალიან ვაჟკაცურად მიიღო. პირველი რაც იკითხა, იყო, “ჩემმა ძმებმა თუ იციანო”. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა, რა მშვიდად მიიღო-თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო, სულ დაღლილია და ეძინება.
გული მტკივაო, ამბობს. აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე. თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა, მაგრამ გამორიცხეს. მჯერა, ამასაც მალე გადავაგორებთ".
დათის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:
TBC ბანკის ანგარიში: #GE05TB7962745064300024
საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE90BG0000000101545483
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა