ამონაშვილის აკადემია აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ვრცელი ლექციიდან მცირე ამონარიდს გვთავაზობს ცელქ ბავშვებზე:
"ბავშვი უნდა იყოს ცელქი! უფრო მეტიც, ყველა ის ადამიანი, ვისაც ბავშვთან აქვს ურთიერთობა, უნდა იყოს ლაღი და ცელქი... ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ცელქი იყავით ბავშვობაში, მდიდრები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები შემდეგში ხდებიან ან მსახიობები, ან მეცნიერები, ან პოლიტიკოსები, ან რაღაც... ცელქი ბავშვი მომავალს იჭერს..."