ცნობილი ქართველი კინორეჟისორის თემურ ბაბლუანის შვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. ოლგა მათ შორის ყველაზე უფროსია. მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში, ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია. ოლგა პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა და პირველი ქორწინებიდან 27 წლის ლიკუნა ბაბლუანი ჰყავს.
შემდეგ იყო კიდევ ერთი ქორწინება, თუმცა ოლგა პირადზე არასოდეს საუბრობს. მეორე ქორწინებიდან 17 წლის ნასტასია ლეგრანს ზრდის.
თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში "სთორი“ ოლგამ შვილებზე ისაუბრა. გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც წლების შემდეგ საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ფეიერვერკის ხმაზე შვილი აბაზანაში გადამალა, რადგან ომისგან მიღებული ტრავმები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული...
ოლგა ბაბლუანი:
- 17 და 27 წლის გოგონები მყავს, ლიკუნა და ნასტასია. დედაჩემი ოჯახში ყოველთვის ყველას დედა იყო. ძალიან ძლიერი ქალია, ლიკუნასთვის განსაკუთრებით, ძალიან დიდი როლი აქვს მიღებული მის გაზდრაში. ეს არის უდიდესი სიმდიდრე. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ბებია და ბაბუა უნდა იყოს კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი. ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა, იშვიათია მსოფლიოში.
ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს საქართველოსთან ჰქონდეთ ურთიერთობა და არ დაკარგონ. ახლა სამი კვირით ვიყავი პარიზში წასული და რომ ვბრუნდებოდი ისე მეჩქარებოდა ჩამოსვლა, რომ ერთი სული მქონდა, როდის ჩავჯდებოდი თვითმფრინავში და ოთხ საათში თბილისში ვიქნებოდი. ჩემი შვილების უფროა პარიზი, ნამდვილი ფრანგები არიან.
განაგრძეთ კითხვა