გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი "სტაიანშიკს“ აგინებს. ვიდეო რამდენიმე წუთს გრძელდება და ორი დღეა, რაც სოციალურ ქსელში ტრიალებს, წარწერით: "ნინი ქარსელაძე".
ვიდეოში კი რეალურად სულ სხვა გოგონაა. სწორედ ამ თემაზე გააკეთა პირდაპირი ჩართვა ხათუნა ჟორდანიამ, რომელიც ამჟამად სტამბულში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის...
ხათუნა ჟორდანია:
"ნამდვილად არ ვაპირებდი გამოჩენას და ლაივის ჩართვას, სტამბულში ვარ,
მე ვიყავი და ვიქნები ამის მაგალითი, ზუსტად ვიცი ის პატარა პრობლემა რაც ამ წუთას არის, იმასაც მოვერევი და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მოვერიო ამ ვერაგ დაავადებას.
დღეს ჩემი ჩართვის მიზეზი სხვა ამბავია, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელსაც აწერია ნინი ქარსელაძე. არ მივაქცევდი ყურადღებას, რადგან ამ ვიდეოში ნინი არ არის, მაგრამ ყველგან სათაურად წერია, ნინი ქარსელაძე. შევეცადე ჩემი ძალებით ყველასთვის მიმეწერა, ვინც აგინებს ნინის, მე და ჩემს ოჯახს. მე ხათუნა ჟორდანია ვამბობ, რომელიც ვიმყოფები სტამბულში და ვიტარებ მკურნალობის კურსს, რომ ის გოგონა არ არის ნინი ქარსელაძე და ძალიან გთხოვთ, გამიწიეთ ანგარიში. მარტო იმიტომ რომ არ ვიმსახურებთ არც მე და არც ჩემი შვილი ამდენი ტალახის სროლას და ასეთ ლანძღვა-გინებას. ჩართვის მთავარი მიზანი ეს იყო. განაგრძეთ კითხვა