"საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად იმატა ფემიციდის შემთხვევებმა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება.
მე, როგორც წარსულში ძალადობის მსხვერპლი ქალი, ვალდებულად ვთვლი თავს, მოვუწოდო ქალებს, რომ არასდროს, არავის და არაფრის გამო არ შეურიგდნენ ძალადობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უმძიმეს შედეგამდე მივყავართ.
ყველა, ვინც ხართ ძალადობის მსხვერპლი ქალი, ნუ დამალავთ, ხმამაღლა თქვით ამის შესახებ. დახმარებისთვის მიმართეთ პოლიციას, შესაბამის ორგანიზაციებს, თუნდაც თქვენს გარშემომყოფებს, რათა დაცული იყოს შენი უფლებები და ყველაზე
