ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. ნანუკა ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და პატარას მოლოდინშია. ორსულობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტია, საკმაოდ აქტიურია და ცოტა ხნის წინ ცეკვის ვიდეოც გაავრცელა.
დღეს კი ნანუკამ ოფიციალურად იქორწინა და ქორწილიც გადაიხადა ქუთაისის ახალგახსნის სასტუმროში. ნანუკა გულუას და კახაბერ კაშიას ქორწლის ამსახველები ფოტოები მსახიობმა სალომე შარვაძემ გამოაქვყენა. ორსული ნანუკა საპატარძლო კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურება და როგორც ყოველთვის, სიხარულს და ბედნიერებას ასხივებს. ცეკვა და სიმღერა არც ქორწილში დაუკლია.