ლევან კობიაშვილი შეყვარებულია. ცნობილი შეფის ახალი რჩეული ნინა ილურიძეა. წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ლევან კობიაშვილი საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ბრენდ შეფია. საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ კულინარიული გადაცემა „მასტერშეფით“ გაიცნო, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, კონსტანტინე თედელურთან და ლუკა ნაჭყებიასთან ერთად.
ჩვენი ინფორმაციით, ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან. ნინა ილურიძე დაოჯახებული გახლდათ და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები