1-ლი ივლისიდან რძის პროდუქტებზე ფასი გაიზრდება: "კომუნალური გადასახდების ზრდის შემდეგ, პროდუქციაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება"
1-ლი ივლისიდან რძის პროდუქტებზე ფასი გაიზრდება: "კომუნალური გადასახდების ზრდის შემდეგ, პროდუქციაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება"

საქართველოში, გასული წლის ბოლოსთვის ნედლი რძის ბაზარზე იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა, რომ რამდენიმე ფერმა დაიხურა, ვინც წარმოება გააგრძელა, მათ საქონლის ოდენობა შეამცირეს.

ნედლი რძისა და რძის პროდუქტების კომპანია ,,შირაქის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ბაზარზე ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა კომუნალური გადასახდების ზრდის შემდეგ, პროდუქციაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება.

„გასულ წელს საკვების ფასი იმდენად გაიზარდა, რომ თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა ნედლი რძის ფასი და ამან შექმნა ბაზარზე დეფიციტი. ისედაც რამდენიმე ფერმაა და ყველას მოუწია შეემცირებინა პირუტყვი. წელს, შედარებით უკეთესი
მდგომარეობაა, კომპანიებმა, რომლებიც რძეს იბარებენ,
შედარებით მოამატეს ფასები და თვითღირებულებასთან ახლოს მივიდნენ. ამან დახურვის საფრთხე დროებით მოხსნა, მაგრამ თუ საკვები ისევ გაძვირდა და პარალელურად, არ მიჰყვა რძის ფასი, იგივე მდგომარეობაში დავბრუნდებით, რაც იყო შარშან. მიუხედავად ამისა, დეფიციტი ისევ არის ბაზარზე და მოთხოვნას სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ.

ცილოვანი საკვები, პროტეინის შემცველი შროტი საქართველოში არ იწარმოება და შემოდის რუსეთიდან. შესაბამისად, მიბმულია ლოჯისტიკის ფასზე და დოლარის კურსზე. ახლა ლარი სტაბილურია, მაგრამ მიწოდება გართულებული და ხშირია წყვეტა. ისევ საბაჟოს გაუმართავობის გამო. რუსეთი არ ატარებს შესაბამისი რაოდენობის ტრანსპორტსა და პროდუქტს და ეს ყველაფერი ცხადია, შემაფერხებელია.
განაგრძეთ კითხვა
702
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები