ბრიტანეთის ტრადიციულ სამეფო დოღზე, Royal Ascot-ზე, რომელიც დოღის და ცხენოსნების გარდა, დრესკოდით და განსაკუთრებული თავსამკაულებით არის გამორჩეული, წელს ლელა მებურიშვილიც გამოჩნდა ოჯახთან ერთად. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ბაჩო საგანელიძე ბრიტანეთში საქართველოს ელჩის ერთ-ერთი მოადგილეა, ეკონომიკური მიმართულებით.
მანამდე საგანელიძე ბრიტანეთის დედოფლისთვის გამართულ ღონისძიებაზე გამოჩნდა, ბუკინგემის სასახლეში.
თუმცა ბოლო პერიოდია მას ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ და ამჯერად ღონისძიებას ცოლ-შვილთან ერთად დაესწრო.