ნაომი უოტსის ვაჟი გამოსაშვებ საღამოზე მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
ნაომი უოტსის ვაჟი გამოსაშვებ საღამოზე მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
ცნობილი მსახიობის ნაომი უოტსისა და მისი ყოფილი მეუღლის ლივ შრაიბერის ვაჟი რა ხანია, მედიის ყურადღების ცენტრშია. წლებია, ბიჭი გოგონას სამოსით დადის და მშობლები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებაში. 

ამჯერად 14 წლის სემუელ კაია თეთრი მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა გამოსაშვებ საღამოზე. ამ ეტაპზე კაია თავს გრძნობს, როგორც გოგო და ასევე გამოიყურება. მაკიაჟსაც იკეთებს ბოლო დროს და მის ფოტოებს ნაომი ხშირად ავრცელებს სოციალურ ქსელში. 
mshoblebi
mshoblebi
ჰოლივუდში ამ მოვლენას რა ხანია უწოდეს "შაილოს ეფექტი", ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის პატივსაცემად. მან სამი წლისამ გამოაცხადა, რომ
ბიჭობა უნდოდა და ჯონი უნდა
დაეძახათ. მშობლებიც არ შეეწინააღმდეგნენ და შაილო წლები იმოსებოდა, როგორც ბიჭი. სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა კაბებს და როგორც ჩანს, საბოლოოდ გოგოობა გადაწყვიტა. 

ასევე გოგონების სამოსით დადიან მეგან ფოქსისა და შარლიზ ტერონის ვაჟები. ცოტა ხნის წინ კი ჯენიფერ ლოპესმაც გამოაცხადა, რომ მისი გოგონა, ტყუპისცალი ემა, ჯერჯერობით ვერ გაერკვია საკუთარ გენდერულ კუთვნილებაში და ჯერჯერობით უფრო ბიჭობისკენ აქვს მიდრეკილება. 
mshoblebi

altანჯელინა ჯოლის ქალიშვილის ცეკვა ინტერნეტს იპყრობს - იხილეთ ვიდეო

altრატომ აცმევს მეგან ფოქსი სამივე ვაჟს გოგონებივით - ცნობილი მსახიობის განმარტება


altრატომ აცმევენ ვარსკვლავი დედები ბიჭებს გოგოებივით და გოგოებს - ბიჭებივით?


12876
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
ბადრისს
3
მოდით ევროპაში და ამერიკაში ვისაც რა უნდა ის ჩაუცვია და ჩვენ თავი დაგვანებონ! შენი კომენტარიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ ჩვენც ქართველობამ დავხუჭოთ თვალები და ვითომც არაფერი? ეგრე არ გამოვა! როცა ხედავ, რომ თავს გავიდნენ და შკარად შეტევაზე გადმოდიან ესეთები, გინდათ თუ არა თქვენც ჩვენნაირი გახდითო, ბოდიში და ნურას უკაცრავად. ვერასოდეს! მივიღებთ კაბიან კაცს და პირიქით კაც-ქალებს. იყვნენ თავიანთვის და ტვინს ნუ ურევენ, ბავშვებსაც და ახალგაზრდებსაც. ამ "ევროპულმა ღირებულებებმა" წალეკა მთელი მსოფლიო და დავნებდეთ? რეებს იძახით, ბადრი დაფიქრდით თქვენ მიიღეთ და გყავდეთ სახლში ეგეთები, ჩვენ უმრავლესობას დაგვანებეთ თავიიი!
13:23 / 22-06-2022
ბადრი
3
ორმაცდაათს გადაცილებული კაცი ვარ და ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მახსოვს ჩვენს გვერდით მცხოვრები ქალის მსგავსი მამაკაცები. კიდევ უფრო ბევრი შემხვედრია ე.წ. ვაჟკაცი ქალები, აშკარად რომ გამოირჩეოდნენ თავიანთი მოკლე ვარცხნილობით, უხეში ნაკვთებით, კაცური ჩაცმულობითა და მიხვრა-მოხვრით. მაგრამ მაშინ საზოგადოებაში არსებული სტიგმების გამო ისინი თვითგამოხატვას ვერ ახერხებდნენ. უწევდათ ამ კომპლექსებით ცხოვრება და უმრავლესობამ დაცინვა და და გაურკვევლობაში გალია წუთისოფელი. ფაქტია რომ ესეთები არსებობენ. და არსებობენ ყველგან - დასავლეთსა თუ არმოსავლეთში, რუსეთსა თუ აფრიკაში... ოღონდ დასავლეთში ამას იმ სახელს არქმევენ, რაც რეალურად ჰქვია. დამალვას და რეალობის გადაკეთებას აზრი არ აქვს. აი ჩვენთან კი აქაც თავის მოტყუებას ვამჯობინებთ, ისევე როგორც ყველაფერში.
13:18 / 21-06-2022
მსგავსი სიახლეები